HTML, CSS & JavaScript დამწყებთათვის

  • 1 (ინდივიდუალური) სტუდენტი
  • 3 თვე


კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ეცოდინებათ
  • HTML-ის გამოყენებით სრულფასოვანი ვებ გვერდების აწყობა
  • CSS-ით ვებ გვერდების დიზაინისა და განლაგების შექმნა
  • Responsive დიზაინის გაკეთება სხვადასხვა მოწყობილობისთვის
  • JavaScript-ის გამოყენებით ინტერაქტიული ფუნქციების დამატება
  • ფორმებთან, ღილაკებთან და მომხმარებლის მოქმედებებთან მუშაობა
  • მცირე პროექტებისა და ლენდინგ გვერდების დამოუკიდებლად შექმნა
წინასწარი მოთხოვნები
  • კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება
  • ტექნოლოგიებისა და დიზაინის მიმართ ინტერესი
  • პრაქტიკული დავალებების შესრულების სურვილი
უპირატესობად ჩაითვლება
  • ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
ინსტრუქტორი
გიორგი გვაზავა
ვებ დეველოპერი

მე ვარ ვებ დეველოპერი, რომელსაც ყოველდღიური პრაქტიკული გამოცდილება აქვს ვებპროექტების შექმნისა და განვითარების მიმართულებით. მუდმივად ვმუშაობ თანამედროვე ვებტექნოლოგიებთან და ვცდილობ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სწავლება იყოს მარტივად გასაგები, პრაქტიკული და ორიენტირებული რეალურ შედეგებზე.

სწავლების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ პრაქტიკულ დავალებებსა და რეალურ პროექტებზე მუშაობას, რადგან მიმაჩნია, რომ საუკეთესო გზა სწავლისთვის სწორედ პრაქტიკაა. ჩემი მიზანია, სტუდენტებმა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა მიიღონ, არამედ შეიძინონ უნარები, რომლებიც დაეხმარებათ დამოუკიდებლად შექმნან თანამედროვე, ფუნქციური და ხარისხიანი ვებგვერდები.

720 ₾ 900 ₾

მითითებული ფასი გათვლილია ერთ თვეზე

კურსის აღწერა
HTML, CSS და JavaScript-ის კურსი დამწყებთათვის შექმნილია მათთვის, ვისაც ვებ პროგრამირების სწავლა ნულიდან სურს. მოსწავლეები ეტაპობრივად ისწავლიან ვებ გვერდების აწყობას, დიზაინის შექმნას და გვერდებისთვის ინტერაქტიული ფუნქციების დამატებას. კურსი მაქსიმალურად პრაქტიკულია და მოიცავს რეალურ დავალებებსა და პროექტებს.